“კაპა” ოჯახური ტიპის სასტუმროა. აქ ყველგან იგრძნობა მასპინძელთა მზრუნველი ხელი. თქვენ ყურადღებას არ მოგაკლებენ საუზმის, სასტუმროში დაბინავების და საღამოს – ჰოლში გართობის დროს. სასტუმრო “კაპა” განსაკუთრებულ და დაუვიწყარ დღეებს სთავაზობს მათ, ვისაც მშვიდ და წყნარ გარემოში სურს დასვენება.
აბასთუმანი
საქართველოს ულამაზესი სპა-კურორტი – აბასთუმანი - ახალციხიდან 30 კმ-ით არის დაცილებული. კურორტი მდინარე ოცხეს ნაპირზე არის გაშლილი. მდინარეს რამდენიმე ხიდი ჰკვეთს. დიდი ხნის წინ აშენებული, შთამბეჭდავი შენობები მე-19-ე საუკუნის დიდებულ წარსულს მოგვაგონებენ.
აბასთუმნიდან შეგიძლიათ ეწვიოთ ეროვნულ პარკს. ასევე, შეგიძლიათ ფეხით, ცხენით ან სამთო ველოსიპედით ზეკარის უღელტეხილზე ახვიდეთ და, უმალ, წინ უმშვენიერესი ალპური მთების მწვერვალები წარმოგიდგებათ.
სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი 800-წლიანი ისტორიის მქონე სტუმართმოყვარე საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი გახლავთ, სადაც კლდეში ნაკვეთი მონასტრები და ციხე-სიმაგრეები ერთმანეთს ენაცვლებიან. აქვე იხილავთ გაუვალ ტყეებს და მშვენიერ დაბლობებს, მდინარეებს და ბუნებრივად წარმოქმნილ ქანებს. აქ იგრძნობთ წარსულის სიდიადეს.